სიახლეები

30 ნოემბერი 2018

რუმინეთში შავი ზღვის მარაგის შეფასების სუბ-რეგიონული ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე რუმინეთში, ქ.კონსტანცაში შავი ზღვის მარაგის შეფასების სუბ-რეგიონული ჯგუფის შეხვედრას ესწრება.

შეხვედრის მიზანია შავი ზღვის სარეწაო თევზების მარაგების მდგომარეობის შეფასება, მეთოდების ჰარმონიზება და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა. შეხვედრა გაერთიანებული ერების (United Nations) სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუაზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) - ორგანიზებით იმართება.

სხვა სიახლეები