სიახლეები

10 დეკემბერი 2018

2018-2019 წლის ზამთრის სეზონის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების  კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-20) მომზადებული, 2018-2019 წლების ზამთრის სეზონის ამინდის  პროგნოზი, ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.

ექსპერტების დასკვნით, 2018-2019 წლების ზამთრის პერიოდში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე  ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს   წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე  და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს.  

აღნიშულის გათვალისწინებით, მომავალი ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს ან ნორმაზე 1-20 C-ით მაღალი.

საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ  საქართველოს დაბლობზე +5, +70C;  მთაში  0, +20C; მაღალ მთაში -4, -20 C; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +20C; მთაში -2, 00 C; მაღალ მთაში  -5, -30 C  შეადგენს.

საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ნალექების საშუალო მრავალწლიური რაოდენობა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 500-700 მმ, მთაში 300-450 მმ, მაღალ მთაში 200-400 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 70-120 მმ, მთაში 80-150 მმ, მაღალ მთაში 70-150 მმ-ს  შეადგენს.

სხვა სიახლეები