სიახლეები

17 დეკემბერი 2018

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ვიზიტი რომში

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ გუჩმანიძემ მონაწილეობა მიიღო ხემელთაშუა და შავი ზღვის მეთევზეობის მეცნიერებათა ფორუმში, რომელიც 2018 წლის 10-14 დეკემბერს, იტალიაში ქ. რომში, გაერთიანებული ერების (UN) სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში, ხმელთაშუაზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) ორგანიზებით გაიმართა. 

აღნიშნულ ფორუმზე განხილულია იქნა ბოლო წლებში ხმელთაშუა და შავი ზღვის აუზის მეთევზეობის მდგომარეობა, გამოწვევები და აქტუალური საკითხები, დაისახა შემდგომი მოქმედების ძირითადი მიმართულებები, მიზნები და ამოცანები.

ფორუმის ფარგლებში შედგა დისკუსიები და სამუშაო შეხვედრები, რომლებიც მოიცავდნენ საქართველოს მეთევზეობის საკითხებსაც.

სხვა სიახლეები