სიახლეები

30 დეკემბერი 2018

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში შეხვედრას დაესწრო

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი პროექტის „კლიმატის ცვლილების კონვენციისადმი საქართველოს მეოთხე ეროვნულ შეტყობინებაში მოწყვლადობის შეფასებისა და ადაპტაციის კომპონენტი“-ს ფარგლებში შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში კლიმატის ცვლილების ზეგავლენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით განსახორციელებელ სამუშაოებზე იმსჯელეს.

შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, დონორი ორგანიზაციების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი გარემოსა ეროვნული სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით ხორციელდება.

სხვა სიახლეები