სიახლეები

09 იანვარი 2019

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები კვლევებს უახლესი პორტატიული აღჭურვილობით განახორციელებენ

გარემოს ეროვნული  სააგენტოს  მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები შავი ზღვის კვლევებს   თანამედროვე მოწყობილობებით  სამეცნიერო-კვლევითი ექოსაუნდერის და წყლის ხარისხის მონიტორინგის უახლესი პორტატიული აღჭურვილობით განახორციელებენ.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტს შესაძლებლობა ექნება სამეცნიერო კვლევები და  შავი ზღვის მონიტორინგი მაღალი სიზუსტით  შეაფასოს.  სპეციალისტები  მიღებული გამოცდილების  საფუძველზე  უკვე სრულიად ახალი, თანამედროვე ხელსაწყოთი- ეკოსაუნდერის საშუალებით  განახორციელებენ შავ ზღვაში თევზის მარაგების ოდენობის დათვლას, რაც საშუალებას მისცემს  მათ მაღალი სიზუსტით ჩაატარონ კვლევები, განსაზღვრონ სწორი სარეწაო პროგნოზირება, რაც ხელს შეუწყობს მეთევზეობის განვითარებას.

შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერების ფარგლებში წყლის ხარისხის მონიტორინგის უახლესი აღჭურვილობის საშუალებით  კი სპეციალისტებს  შესაძლებლობა ექნება ზღვისა და მტკნარი წყლების ფიზიკურ-ქიმიური , დაბინძურების ევტროფიკაციის მონიტორინგი  განახორციელონ. 

აღსანიშნავია, რომ მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტს მსგავსი სახის მოწყობილობები  არ გააჩნდა.

უახლესი თანამედროვე ხელსაწყოები  გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ იქნა შეძენილი, რომლის მთლიანი ღირებულება  343 500 ლარს შეადგენს. 

სხვა სიახლეები