სიახლეები

15 იანვარი 2019

სპეციალისტებს გლაციოლოგიური ექსპედიციებისთვის ახალი აღჭურვილობა გადაეცათ

გარემოს ეროვნული  სააგენტოს  სპეციალისტები მყინვარებზე გლაციოლოგიურ ექსპედიციებს ახალი სამთო ალპინისტური აღჭურვილობებით, საველე სპეც-ტანასცმლით და მაღალი გამავლობის ავტომობილების საშუალებით  განახორციელებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი სპეციალისტებს შეხვდა და ახალი აღჭურვილობები დაათვალიერა.

სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას მყინვარებზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებები წარმოადგენს. ახალი ინვენტარით აღჭურვა სპეციალისტებს შესაძლებლობას მისცემს  საველე-გლაციოლოგიური ექსპედიციები მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ოპერატიულად  განახორციელონ. აღნიშნული აღჭურვილობის ღირებულიება 182 000 ლარს შეადგენს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეცილისტები  საქართველოს მასშტაბით მყინვარებზე  მუდმივ მონიტორინგს ახორცილებენ. სამუშაოები რთულ, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მიმდინარეობს.  

კლიმატის ცვლილების პროცესების შესწავლის, მდინარეებზე სტიქიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნის და წყლის რესურსების რაოდენობრივი შეფასების მიზნით საველე-ექსპედიციები მუმდივად მიმდინარეობს. 

სხვა სიახლეები