16 იანვარი 2019
კვლევები შავ ზღვასა და კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო სექტორში
ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) პროექტის (BlackSea4Fish) ფარგლებში საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, მათ შორის კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო სექტორში სამეცნიერო-კვლევა განხორციელდა, რომელიც ასევე, მოიცავდა აკუსტიკურ კვლევას.
ჩატარებული კვლევები მიზნად ისახავს საქართველოს საზღვაო წყლებში თევზის რესურსების შეფასება და თევზების მარაგების დადგენას.
სამეცნიერო კვლები 10 დღის განმვლობაში მიმდინარეობდა.
კვლევებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები თურქ სპეციალისტებთან ერთად ახორციელებდნენ.