სიახლეები

14 თებერვალი 2019

მეთევზეობისა და შავი ზღვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქ. ტრაბზონში გამართულ სემინარში მიიღეს მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა  ქ. ტრაბზონში ,,შავი ზღვის თევზების ასაკის განსაზღვრის სემინარში“ მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრაზე, შავი ზღვის თევზების და  ჰიდრობიონტების, კერძოდ  ქაფშიისა და რაპანის ასაკის იდენტიფიცირების საკითხები განიხილეს,  რაც მიზნად ისახავს  შავი ზღვის  აკვატორიაში თევზების მარაგების   შეფასების   გაუმჯობესებას. 

შეხვედრა მეთევზეობის კვლევითი  ცენტრალურ ინსტიტუტში (SUMAE) გაიმართა, რომლსაც გაერთიანებული ერების (UN), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის(GFCM) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები