სიახლეები

14 ივლისი 2015

სამუშაო შეხვერა UNDP GEF -ის წარმომადგენლებთან

პროექტის - "მტკვარი II: წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ხელშეწყობა მდინარე მტკვრის აუზში, შეთანხმებული ტრანსსასაზღვრო ქმედებების და ეროვნული გეგმების განხორციელების გზით" ფარგლებში გარემოს ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პროექტი UNDP GEF - ის მხარდაჭერით განხორციელდება და მდინარე მტკვრის შესახებ, საქართველოსა და აზერბაიჯანში  წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის გაუმჯობესებასა  და მათ მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში შეუწყობს ხელს. 

შეხვედრაზე მხარეებმა მტკვრის აუზში წყლის მდგრადი ინტეგრირებული  მართვის გაძლიერებისა და ხელშეწყობის  გეგმა განიხილეს და სამომავლო პარტნიორობაზე ისაუბრეს.

სხვა სიახლეები