სიახლეები

23 მარტი 2019

23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ჰიდრომეტეოროლოგებს პროფესიული დღე მიულოცა.

საქართველოში მეტეოროლოგიის დღე  1992 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ რაც  ქვეყანა  მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანდა.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სააგენტოს უფროსმა  მადლობა გადაუხადა დარგის სპეციალისტებს და უსურვა,რომ დიდხანს იყვნენ ქვეყნის სამსახურში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოს მასშტაბით, ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების მიზნით მთელი რიგი სამუშაოები განხორციელდა.  დამონტაჟდა და გაიმართა50-ზე მეტი ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების ავტომატურად გამზომი სტაციონალური ხელსაწყო-დანადგარი, რაც მეტეოროლოგიური პროგნოზის გაუმჯობესებას და ქვეყნის ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური რეჟიმის უფრო სრულყოფილად შეფასებას შეუწყობს ხელს. მონიტორინგი ამჟამად   86 მეტეოროლოგიური და 52 ჰიდროლოგიური დაკვირვების პუნქტზე მიმდინარეობს.

მეტეოროლოგიის მსოფლიო დღის დაარსება 1950 წლის 23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კონვენციის ძალაში შესვლას უკავშირდება, რის საფუძველზეც გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) შეიქმნა. 

 

 

სხვა სიახლეები