სიახლეები

15 ივლისი 2015

სააგენტოს სპეციალისტებმა ბოლნისში წყლისა და ნიადაგის სინჯები აიღეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა. სააგენტოს სპეციალისტებმა მდ. მაშავერასა და კაზრეთულაზე რამდენიმე წერტილიდან წყლის და ნიადაგის სინჯები აიღეს.

სინჯებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ლაბორატორიაში შეამოწმებენ და განსაზღვრავენ ძირითად დამაბინძურებელ კომპონენტებს.

სპეციალისტები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყოველთვიურად ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგს განახორციელებენ და მიღებულ შედეგებს მოსახლეობას სრულყოფილად მიაწვდიან.

წყლის სინჯების აღების პროცესს ადგილზე მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი თეიმურაზ ნანეიშვილი და საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე ესწრებოდნენ, რომელებიც მიმდინარე პროცესებში მაქსიმალურად იქნებიან ჩართულები.

სხვა სიახლეები