სიახლეები

01 აპრილი 2019

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი თურქეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი, უფროსის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე ქ. ტრაბზონში თურქეთის რესპუბლიკის მეთევზეობის ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტში ( Su Ürünleri Merkez Araştırma Enstitüsü Müdürlüğü) იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის მეთევზეობისა და აქვაკულტურის კუთხით მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდენენ.

ვიზიტის ფარგლებში გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მეთევზეობის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობას გაეცნენ და ინსტიტუტის აკვაკულტურის სადემონსტრაციო ცენტრის და აქვაკულტურის საზღვაო მეურნეობები დაათვალიერეს.

 

სხვა სიახლეები