სიახლეები

02 აპრილი 2019

შავი ზღვის სანაპიროს მარტის თვის მონიტორინგი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა საქართველოს სანაპიროს კლდოვანი კლიფებისა და საპორტო ნაგებობების (პეტრა-ციხისძირის, სარფის და მწვანე კონცხი კლდოვან მასივებზე, ასევე ბათუმის ნავსადგურის ხელოვნურ სუბსტრატზე) აუფვუქსის მარტის თვის მონიტორინგი დაასრულა. მონიტორინგის ფარგლებში ხდება საქართველოს შავი ზღვის გარემოსდაცვითი სტატუსის შეფასება. 

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი საქართველოს სანაპიროს კლდოვანი კლიფებისა და საპორტო ნაგებობების აუფვუქსის მონიტორინგს  2016 წლიდან ახორციელებს. გარდა აღნიშნული მონიტორინგისა ასევე ხორციელდება ყოველთვიური ჰიდრობიოლოგიური მონიტორინგი შავი ზღვის სანაპიროს 4 სადგურზე და საქართველოს კონტინენტური შელფის 24 სადგურზე. 

სპეციალისტების მიერ იქთიოლოგიურ და ძღვის ძუძუმწოვრების მონიტორინგი შავი ზღვის სანაპიროზე წელიწადში 4-ჯერ, ხოლო კონტაქტური წყალსატევების (ენგურის, ხობის, რიონის, მალთაყვას, სუფსას, ნატანების და ჭოროხის შესართავი) მონიტორინგს კი წლის განმავლობაში ორჯერ ახორციელებენ. 

საქართველოს შავი ზღვის გარემოსდაცვითი სტატუსის შეფასებისთვის მონიტორიგი მუდმივად ხორციელდება, მონიტორინგის მეორე ეტაპი ივნისში, მესმე ეტაპი კი სექტემბრის თვეში (ვეგეტაციის სეზონი) დასასრულს შესრულდება.

სხვა სიახლეები