სიახლეები

04 აპრილი 2019

სააგენტოს ქ.თბილისის 103 - ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

გარემოს ეროვნულ სააგენტოს თბილისის 103-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოკლევადიანი პროგნოზების სამსახურის სამუშაო ოთახი დაეთვალიერებინათ და მუშაობის პროცესს ადგილზე გაცნობოდნენ. 

სააგენტოს სპეციალისტები მოსწავლეებს იმ ტექნოლოგიებზე ესაუბრნენ, რომლის საშუალებითაც ამინდის პროგნოზი იქმნება. ბავშვებს , ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ გარემოს ეროვნულ სააგენტოში არსებული უძველესი ისტორიული ხელსაწყოებიც დაეთვალიერებინათ და მათ შესახებ ინფორმაციას გაცნობოდნენ.

 

სხვა სიახლეები