სიახლეები

06 აპრილი 2019

კონფერენცია „თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან და სპეციალისტებთან ერთად, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“ „თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის“ კონფერენციას დაესწრო.

შეხვედრაზე მხარებმა სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში თევზმოშენების სფეროში არსებული საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, შეხვედრაზე  ასევე ხაზი გაუსვეს უცხოელი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებას, რათა შესაძლებელი გახდეს არსებული ჰიდროპოტენციალის უფრო ეფექტური გამოყენება ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.

კონფერენციას უკრაინის, თურქეთის, ნორვეგიის, სომხეთის და აზერბაიჯანის თევზმოშენებაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

სხვა სიახლეები