სიახლეები

15 ივლისი 2015

ჩეხური პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნულ სააგენტოში  გეოლოგიური პროცესების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას  სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და გეოლოგიური სამსახურის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა  “მეწყერის ფორმირების ალბათობის შეფასება საქართველოს მთიან რეგიონებში, კერძოდ დუშეთის მუნიციპალიტეტში საფრთხის ქვეშ არსებული დასახლებების, საერთაშორისო გზების და ენერგოსადენების მაგალითზე” პროექტის შესახებ იმსჯელეს და პირველ ეტაპზე განხორციელებული სამუშაოები შაფასეს.

სხვა სიახლეები