სიახლეები

17 აპრილი 2019

რუსთავში ჰაერის ხარისხის კვლევა მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით განხორციელდა

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ქ. რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე  ჰაერის ხარისხის კვლევა მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით განხორციელდა. სპეციალისტებმა რამდენიმე წერტილში ნიადაგის სინჯებიც აიღეს. აღებული სინჯები  გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში იქნა გადატანილი  კვლევებისთვის.   

მობილური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერების (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი) კონცენტრაციები განისაზღვრა. 24 საათიანი მონიტორინგის შედეგად ქ. რუსთავში დავით გარეჯის ქუჩაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების ნორმაზე  გადაჭარბება დაფიქსირდა, ხოლო სხვა მავნე ნივთიერებების კონცენტრაციები კი შესაბამის ნორმებს არ აღემატებოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა  სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით რუსთავში ჰაერის სტაციონალური სადგური დაამონტაჟა, რომელიც ქალაქში ჰაერის ხარისხის ფონურ მდგომარეობას განსაზღვრავს.

სხვა სიახლეები