სიახლეები

25 აპრილი 2019

ტყვიის შემცველობის მონიტორინგი რეგიონებში გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებში აფართოებს.

სპეციალისტები თერჯოლის მუნიციპალიტეტის N1-ლი საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის და წყლის სინჯები აიღეს.

ატმოსფერულ ჰაერში სინჯების აღება სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით განხორციელდა. აღებული სინჯები შემდგომი ანალიზისთვის კი გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მიღებული შედეგები უახლოეს დღეებში ეცნობება საზოგადოებას.

გარემოს ეროვნული სააგენტო გარემოს დაბინძურების მონიტორინგს თბილისსა და რეგიონებში აგრძელებს. საქართველოს მასშტაბით, შერჩეულ ლოკაციებზე ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯების აღება მიმდინარეობს. მიღებული კვლევის შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსდება.

სხვა სიახლეები