სიახლეები

03 მაისი 2019

სააგენტოს გეოლოგები თამარაშვილის ქუჩაზე მონიტორინგს ახორციელებენ

2 მაისს, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე თამარაშვილის ქუჩაზე გვიან ღამით  ადგილი ჰქონდა კლდეზვავის ჩასახვა-გააქტიურებას, რომელმაც გადაკეტა საავტომობილო გზა და შესაბამისად დროებით შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები მერიის ხელმძღვანელობასთან  და  შესაბამის სამსახურებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ და აკვირდებოდნენ მიმდინარე პროცესებს.   სპეციალისტების  რეკომენდაციებით განხორციელდა  სალიკვიდაციო სამუშაოები.

ამ ეტაპზე  მსაგავსი მასშტაბის განმეორების საფრთხე არ არსებობს,  სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე  რჩებიან და პროცესების  დამატებით შეფასება მიმდინარეობს.

სპეციალისტების რეკომენდაციის  შედეგად კლდის ფერდობზე დარჩენილი მასის  გაწმენდითი სამუშაოების განხორციელედა, ასევ მოხდა  გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული გრუნტის გატანა. სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ საგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციით  საჭიროა განხორციელდეს კლდის ფერდობზე არსებული მავთულის ბადის აღდგენა და პარალელურად  რამოდენიმე დარჩენილი ლოდის ჩამოშლა ალპინისტების მიერ.

სპეციალისტების განმარტებით  მსგავსი  კლდეზვავ - ქვათაცვენის უბნებზე პერიოდულად ხდება პროცესების აქტივიზაცია. აღნიშნული პროცესები კლდის მასის გეოლოგიურ აგებულებას და  გრავიტაციული პროცესებისადმი ადვილად დამყოლი ქანების არსებობას უკავშირდება.  შესაბამისად, სააგენტოს სპეციალისტები დამატებით რეკომენდაციებს  გასცემენ შესაბამისი უწყებებისთვის, რომ შედგომში მოხდეს კლდეზვავის გააქტიურების მაქსიმალური პრევენცია.

3 მაისს დილიდან  კლდის გაწმენდის  სამუშაოებში ჩაერთვნენ ალპინისტები, რომლებმაც ფერდობზე არსებული ნარჩენი  კლდოვანი მასის ძირითადი ნაწილი ჩამოწმინდეს.  

 

 

 

სხვა სიახლეები