სიახლეები

10 მაისი 2019

სააგენტოს სპეციალისტებმა კახეთსა და ქვემო ქართლში საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი წარადგინეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა საქართველოს რეგიონების სამხარეო ადმინისტრაციებში საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენის გაცნობის მიზნით შეხვედრები დაიწყეს.
 
შეხვედრები კახეთისა და ქვემო ქართლის მხარეებში გაიმართა. გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს კახეთისა და ქვემო ქართლის მხარეებში 2018 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2019 წელს მოსალოდნელი პროგნოზები გააცნეს.
 
შეხვედრაზე, მხარეებმა რეგიონებში არსებული ბუნებრივი საფრთხეები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
 
 

სხვა სიახლეები