სიახლეები

08 მაისი 2019

თბილისში მე - 5 ავტომატური სადგური დამონტაჟდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად „ილიას ბაღში“ ახლად დამონტაჟებული ატმოსფერული ჰაერის ავტომატური სადგურის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე რიგით მე-5 ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგური გაიხსნა. აღნიშნული სადგური გარემოს ეროვნულ სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს მიიღოს სრულყოფილი მონაცემები 24 საათის განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.
მონიტორინგის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO), აზოტის ოქსიდების (NOx, NO, NO2), გოგირდის დიოქსიდის (SO2), მიწისპირა ოზონისა (O3) და მყარი ნაწილაკების (PM10,PM2.5) შემცველობა.

დავით აღმაშენებლის გამზირზე განთავსებული სადგურიდან მიღებული მონაცემები განთავსებულია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge.

 

 

სხვა სიახლეები