სიახლეები

13 მაისი 2019

მცხეთისა და გორის სამხარეო ადმინისტრაციებში შეხვედრები გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს  სპეციალისტები მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
 
გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა დამსწრე საზოგადოებას მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის მხარეებში 2018 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2019 წელს მოსალოდნელი პროგნოზები გააცნეს.
 
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონებში ბუნებრივი საფრთხეების კუთხით არსებული საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
 

სხვა სიახლეები