სიახლეები

13 მაისი 2019

მოსწავლეები სტუმრად გარემოს ეროვნულ სააგენტოში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს „ქართულ-ამერიკული“ სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ.

ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოკლევადიანი პროგნოზების სამსახურის სამუშაო ოთახი დაეთვალიერებინათ და მუშაობის პროცესს ადგილზე გაცნობოდნენ. სააგენტოს სპეციალისტები, მოსწავლეებს იმ უახლეს ტექნოლოგიებზე ესაუბრნენ, რომლის საშუალებითაც ამინდის პროგნოზი იქმნება. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გარემოს ეროვნულ სააგენტოში არსებული უძველესი ისტორიული ხელსაწყოებიც დაეთვალიერებინათ და მათ შესახებ ინფორმაციას გაცნობოდნენ. გარემოს ეროვნული სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლოს, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ სააგენტოს დარგობრივი მიმართულებების სპეციალისტებისგან თეორიული ცოდნა მიიღონ და გაეცნონ პრაქტიკულ სამუშაოებს.

სხვა სიახლეები