სიახლეები

16 ივლისი 2015

UNDP GEF- ის პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

UNDP GEF- ის პროექტის ფარგლებში სასტუმრო „ბეტსში“ "მტკვარი II  წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ხელშეწყობა მდინარე მტკვრის აუზში, შეთანხმებული ტრანსსასაზღვრო ქმედებების და ეროვნული გეგმების განხორციელების გზით"  შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნული პროექტი საქართველოსა და აზერბაიჯანში,  წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის გაუმჯობესებასა  და მათ მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას შეუწყობს ხელს. 

მხარეებმა შეხვედრაზე მტკვრის აუზში წყლის მდგრადი ინტეგრირებული მართვის გაძლიერებისა და ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციები, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები