სიახლეები

28 მაისი 2019

საბანაო სეზონთან დაკავშრებით ზედაპირული წყლის კვლევები დაიწყო

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი სააგენტოს  სპეციალისტებთან ერთად ლისის ტბაზე  ზედაპირული წყლის სინჯები აღების პროცესს გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები საბანაო სეზონის დაწყებასთან ერთად  (მაისიდან სექტემბრის თვის ჩათვლით) თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის  ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებენ.

სპეციალისტების მიერ აღებულ წყლის სინჯებში ადგილზე ტემპერატურა, pH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა განისაზღვრა. 20 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდება.

ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების  შედეგი   სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.

გარემოს ეროვნული სააგენტო ზედაპირული წყლების ხარისხობრივ კვლევებს აგრძელებს შემდგომი კვლევები თბილისის ზღვასა და კუს ტბაზე განხორციელდება. 

სხვა სიახლეები