სიახლეები

29 მაისი 2019

ანდრო ასლანიშვილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა” დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

შეხვედრის ფარგლებში გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის მიზანია სააგენტოსა და უნივერსიტეტის მიერ, კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა და გეოლოგიური დარგის განვითარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების ფარგლებში თანამშრომლობა.

 

სხვა სიახლეები