სიახლეები

02 ივნისი 2019

მტკვრის დაცვის დღე

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა  ანდრო ასლანიშვილმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორთან თამარ ალადაშვილთან ერთად  სკოლის მოსწავლეებს ატმოსფერული ჰაერის ნიადაგისა და წყლის ლაბორატორიაში უმასპინძლეს.

შეხვედრის ფარგლებში, ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ თუ როგორ მიმდინარეობს ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის ლაბორატორიული კვლები. სპეციალისტებმა ბავშვებს ადგილზე წყლის სინჯების დამუშავების თეორიული და პრაქტიკულ სამუშაოები გააცნეს.

მტკვრის დაცვის დღე კოალიცია "მტკვარ-არაქსის" ინიციატივით 1999 წელს დაარსდა. მტკვრის დაცვის დღე 18 წელია აღინიშნება. მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მისი აუზი მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო - დასავლეთ ირანს. მტკვრის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია; მდინარის მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 390 კილომეტრია. საქართველო წყლის რესურსების სიუხვით კი ევროპაში მე-3 ადგილზეა.

 

სხვა სიახლეები