სიახლეები

05 ივლისი 2019

სააგენტოს სპეციალისტები საზღვარგარეთ სტაჟირების კურსს გაივლიან

განათლების საერთაშორისო ცენტრის პროექტის - „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2019“ - ის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს დარგობრივი მიმართულებების სპეციალისტები საკვალიფიკაციო კურსებს სლოვაკეთში, უკრაინაში, ესპანეთსა და იტალიაში გაივლიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებას და სააგენტოს დარგობრივი მიმართულებების მნიშვნელოვნად გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალგაზრდა სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ სამი თვის განმავლობაში, კვალიფიკაცია აიმაღლონ მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში.

გარემოს ეროვნულ სააგენტოს, განათლების საერთაშორისო ცენტრთან აქტიურად თანამშრომლობის შედეგია გასულ წელს ორი,ხოლო მიმდინარე წელს ოთხი დარგობრივი მიმართულების სპეცილისტის მივლინება კვალიფიკაციის ასამაღლებლად ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.

სააგენტო საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

 

სხვა სიახლეები