სიახლეები

16 ივლისი 2019

დასავლეთ საქართველოს გეოლოგებით დაკომპლექტებული ჯგუფი მოემსახურება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ სამსახურს გეოლოგებით დაკომპლექტებული ახალი ჯგუფი დაემატა.

გეოლოგიური ჯგუფის შექმნა მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოში, გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი-ქვათაცვენა) მონიტორინგს, ბუნებრივი საფრთხეების ექსტრემალური გააქტიურების პირობებში ტერიტორიის ოპერატიულად შეფასებას და სტიქიური გეოლოგიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენას. გეოლოგიური ჯგუფი აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობებით და მაღალი გამავლობის ავტომობილებით.

ადგილობრივი მოქალაქეების მომართვის შემთხვევაში მოხდება გეოლოგების ადგილზე გასვლა და ტერიტორიის შესწავლა, მომზადდება გეოლოგიური დასკვნები, სადაც მოცემული იქნება რეკომენდაციები გასატარებელი დამცავი ღონისძიებების გატარების შესახებ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილთან ერთად ქ. ქუთაისის რეგიონული სამსახურის დარგობრივი მიმართულების სპეციალისტებს შეხვდა, მიმდინარე სამუშაოები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

სხვა სიახლეები