სიახლეები

14 აგვისტო 2019

ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის მონიტორინგი გრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერში ტყვიის მონიტორინგს აგრძელებს. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

7 აგვისტოს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ - 1.2-ჯერ, რუსთავში - 1.5-ჯერ, ხოლო ვარკეთილში უმნიშვნელოდ, 8 აგვისტოს თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.2-ჯერ, რუსთავში - 1.4-ჯერ, ხოლო ქუთაისსა და ,,ილიას ბაღში“ უმნიშვნელოდ. 9 აგვისტოს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა რუსთავში - 1.6-ჯერ და ქუთაისში - 1.1-ჯერ, 10 აგვისტოს ქუთაისსა და ,,ილიას ბაღში“ - 1.2-ჯერ, რუსთავში - 1.6-ჯერ, ხოლო თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ. 11 აგვისტოს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა რუსთავსა და ,,ილიას ბაღში“ უმნიშვნელოდ. 7, 8 და 10 აგვისტოს გადაჭარბებები გამოწვეული იყო სინოპტიკური სიტუაციის შედეგად, კერძოდ საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო. 6 და 12 აგვისტოს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირსა და ქუთაისში 1.2-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ზემოფონიჭალა, III მკ. რ-ნი, №70-ე საჯარო სკოლასთან; თბილისი, „დირსი“, კორპ. №18ა, №109-ე საბავშვო ბაგა-ბაღთან; ზემოფონიჭალა, III მკ. რ-ნი, №20ე საბავშვო ბაგა-ბაღთან; ბერი გაბრიელ სალოსის ქ. №131, №8ე საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვედზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge.

სხვა სიახლეები