სიახლეები

16 აგვისტო 2019

განცხადება თბილისის ზღვის კვლევების შესახებ

2019 წლის მაისიდან აგვისტოს თვის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ თბილისის ზღვიდან აღებულ სინჯებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრების შემცველობის ზღვრულად დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები 2011 წლიდან, თბილისის ზღვაზე საბანაოდ ნებადართულ ტერიტორიაზე, მაისიდან სექტემბრის ჩათვლით, წყლის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს ახორცილებენ.

წყლის სინჯები რეგულარულად მოწმდება 29 კომპონენტზე, მათ შორის 26 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ დამატებით კიდევ ჩატარდება თბილისის ზღვის წყლის ხარისხის კვლევა და შედეგები ეცნობება საზოგადოებას.

სხვა სიახლეები