სიახლეები

22 აგვისტო 2019

დელფინების გამორიყვის ფაქტების შესახებ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარატმენტის მიერ შავი ზღვის სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტებთან დაკავშირებით კომპლექსური კვლევები მიმდინარეობს. 

გასულ წლებთან შედარებით, 2019 წლის ზაფხულის პერიოდში გამორიყვის ნაკლები ფაქტია დაფიქსირებული. გამორიყულ დელფინებს, ძირითადად, მექანიკური დაზიანებები აღენიშნებათ, რაც წყლის სატრანსპორტო საშუალებებით დაზიანების ან ბადეში გახლართვის შედეგი შეიძლება იყოს. 
სანაპირო ზოლში ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის ფაქტები სხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება, რისი მიზეზიც მთელი რიგი ფაქტებია, მათ შორის ვირუსული დაავადებები და გარკვეული ტიპის დაბინძურებები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, მოერიდონ გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვართან კონტაქტს. მსგავსი ფაქტების დაფიქსიერების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზეე (153).

მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარატმენტის სპეცილისტები შავი ზღვის სანაპირო ზოლის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, მიმდინარეობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებული მუშაობა, რათა ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევაში იყოს დრული რეაგიერება და გამორიყვის კონკრეტულ ადგილს ჩაუტარდეს სადეზინფექციო სამუშაოები.

კვლევეიბის შედეგები საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობებათ

სხვა სიახლეები