სიახლეები

18 ივლისი 2015

სააგენტოს უფროსის ვიზიტი იმერეთის რეგიონში

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ქ.ქუთაისში სხვადასხვა მედია-საშუალებების 25-მდე წარმომადგენელს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციებსა და შესაძლებლობებზე. ასევე, იმერეთის რეგიონში არსებულ გარემოს დაბინძურებისა და პრობლემის გადაჭრის გზებზე.

სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ ბაგრატიას თქმით, მსგავსი შეხვედრები რეგიონებში  მუდმივად გაიმართება და მედია სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ მუდმივად იქნება ინფორმირებულნი.

სხვა სიახლეები