სიახლეები

18 სექტემბერი 2019

18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა

წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიამ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ლაბორატორიაში უმასპინძლა.

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ინფორმაცია მიეღოთ იმ კვლევების შესახებ რომელიც ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის ლაბორატორიაში.

შეხვედრის ფარგლებში, სპეციალისტებმა სტუდენტებს წყლის სინჯების დამუშავების თეორიული და პრაქტიკულ სამუშაოები გააცნეს და სპეციალისტებთან ერთად წყალის ჰიდრობიოლოგიურ ანალიზებში მაკროუხერხემლოების იდენტიფიკაციის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე 2003 წელს დაარსდა ამერიკის სუფთა წყლის ფონდის (ACWF) მიერ ყოველ წლიურად აღინიშნება. ეს დღე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას  მსოფლიოს წყლის რესურსების დაცვაში. 

სხვა სიახლეები