სიახლეები

24 სექტემბერი 2019

შეხვედრა ექსტრემალური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების მართვის შესახებ

გარემოს ეროვნულ სააგენტოში პროექტის  „დისტანციური ზონდირების გამოყენება ექსტრემალური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების პრევენციისათვის და მის  საფუძველზე კრიზისის მართვა საქართველოში“  შეხვედრა გაიმართა

პროექტის მიზანია საქართველოში, დისტანციური ზონდირების საფუძველზე  ექსტრემალური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების  მონიტორინგი, წყლის რესურსებისა და მოწყვლადი ზონების ზეგავლენის შეფასება, ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება  სხვადასხვა უწყებებისთვის და არსებული სისტემის გაძლიერება.

პროექტის ფარგლებში საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება  დისტანციური ზონდირების მონაცემების  გამოყენება და  შეიქმნა პირობები წყლის რესურსების მდგრადი  მოხმარებისათვის.

შეიქმნა სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა სხვადასხვა დისტანციური ზონდირების სისტემების (რადარები, მეტეოროლოგიური თანამგზავრები, გაელვების სენსორები) საშუალებით მიღებული მონაცემები  გაერთიანდეს ერთიან  ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში, რაც შესაძლებლობას გახდის სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების განვითარების შემთხვევაში  ექსპერტებმა   გასცენ  ადრეული გაფრთხილებისათვის რეკომენდაციები.  

შეხვედრას სლოვაკეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის ექსპერტები,  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, სხვადსხვა უნივერსიტეტების მეცნიერ-მუშაკები და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები