სიახლეები

30 სექტემბერი 2019

მეწყრების და ღვარცოფების საერთაშორისო კონსორციუმის შეხვედრა საფრანგეთში

ქ. პარიზში, UNESCO-ს ოფისში, მეწყრების და ღვარცოფების საერთაშორისო კონსორციუმის (ICL) ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში არსებული სტიქიური გეოლოგიური პროცესების შესახებ მოხსენებით წარსდგა და მონაწილეებს საქართველოში სტიქიური გეოლოგიური პროცესების მართვის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

გარემოს ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან კონსორციუმის წევრია, რომლის სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობა ძირითადად მიზნად ისახავს მეწყრული და ღვარცოფული პროცესების კვლევასა და სტიქიური პროცესების მართვას. შეხვედრის ფარგლებში, ასევე, განიხილეს იაპონიაში, კერძოდ ქ. კიოტოში 2020 წელს დაგეგმილი მეწყრების და ღვარცოფების მსოფლიო ფორუმის საორგანიზაციო საკითხები და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სხვა სიახლეები