17 ოქტომბერი 2019
დაივინგის თეორიული და პრაქტიკული სწავლება
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტები დაივინგის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გადიან. სასწავლო კურსი ხელს შეუწყობს შავი ზღვის საქართველოს სანაპიროსა და შიგა წყალსატევების ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაძლიერებას, ეკოსისტემების და წყალქვეშა ჰაბიტატების ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლას. სპეციალისტებს სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემდეგ აშშ-ს წყალქვეშა ცურვის ფედერაციის SDI - Scuba Diving International-ის საერთაშორისო სერტიფიკატებს მიიღებენ.