სიახლეები

30 ოქტომბერი 2019

საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების შერჩევა/Recruitment of international and national experts

გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება პროექტის „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“ განხორციელების თაობაზე, რომლის მიზანია დაეხმაროს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, და განსაკუთრებით სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების ძალისხმევაში.

პროექტის განხორციელების მიზნით, სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების შერჩევას შემდეგი მიმართულებებით: 

-          საერთაშორისო ექსპერტი (აქტივობა 1 - სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის ტექნიკურ მომსახურებაში)

-          საერთაშორისო ექსპერტი (აქტივობა 4 - სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება ჰაერის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებლის - ბენზ(ა)პირენის მონიტორინგის ხელშეწყობის მეშვეობით, შესაბამისი ევროპული მეთოდოლოგიებისა და გამოცდილების გაზიარების გზით) 

-          ადგილობრივი ექსპერტი (აქტივობა 5 - ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მიზნით, შესაბამისი მარეგულირებელი აქტის მომზადება, რომელშიც დადგენილი იქნება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების კრიტერიუმები)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე.

  

The Grant Agreement between UNDP and LEPL National Environmental Agency was concluded for implementation of the project “Enhancing Air Quality Management Capacities in Georgia” which aims at supporting the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia, and specifically the Legal Entity of Public Law (LEPL) - National Environmental Agency (NEA) in capacity development efforts in the field of air quality management. 

In order to implement the project, LEPL National Environmental Agency is recruiting international and national experts in the following directions: 

-         International Expert (Activity 1 - Strengthening the capabilities of the Ministry in the field of provision of the technical maintenance of ambient air quality monitoring network) 

-         International Expert (Activity 4 - Strengthening the Ministry’s capacities in launching monitoring of one of the major air pollutants such as benz(a)pyrene, through sharing the European appropriate methodologies and experience) 

-         National Expert (Activity 5 - Harmonization of national legislation with the European legislation in the field of criteria for ambient air quality assessment (preparation of the relevant regulatory act)).

Please, follow the link.

 

სხვა სიახლეები