სიახლეები

31 ოქტომბერი 2019

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე

31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა  ანდრო ასლანიშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და შავი ზღვის კონვენციური სამმართველოს წარმომადგენლებთან  ერთად,  ბათუმის  აკვატორიაში წყლის სინჯები აიღეს, რომელშიც ჰიდრო ქიმიური და ჰიდრობიოლოგიური პარამეტრები განისაზღვრა. 

შეხვედრის ფარგლებში, ანდრო ასლანიშვილმა  დარგობრივი მიმართულების  სპეციალისტებს  სააგენტოში მიმდინარე  პროექტები გააცნო,  სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და ღვაწლმოსილ მეცნიერებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.     

შავი ზღვის საერთაშორისო დღე 1996 წლიდან აღინიშნება შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანაში. ქ. სტამბოლში შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ ხელი მოაწერა შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას, რაც ამ უნიკალური აუზის გარემოს დაცვის, აღდგენის და გონივრული მართვის ეროვნული პასუხისმგებლობას გულისხმობს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სპეციალისტებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოსგან, კომპანიებისგან „PSP” და  „სარაჯიშვილი“.

სხვა სიახლეები