სიახლეები

14 ნოემბერი 2019

თბილისის გეოლოგიური რუკის პრეზენტაცია

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ნინო თანდილაშვილთან ერთად თბილისის ტერიტორიის გეოლოგიური საფრთხეების ზონირების რუკის პრეზენტაციას დაესწრო.

ანდრო ასლანიშვილმა გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის გეოლოგიური რუკის შედგენა მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქის განვითარებისათვის, ასევე დარგობრივი მიმართულების პროფესიის ადამიანებისთვის.

შეხვედრის ფარგლებში, გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას, გეოლოგიური ანგარიში გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ანგარიში მოიცავდა გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა და სხვა) შესწავლას, შეფასებას, მონაცემთა ბაზების შექმნას და გასატარებელი დამცავი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას. გეოლოგიური ანგარიში და ზონირების რუკა,ხელს შეუწყობს გრძელვადიან პერსპექტივაში ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგრად ფუნქციონირებას.

სხვა სიახლეები