სიახლეები

16 ნოემბერი 2019

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი გრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები.

მონიტორინგის შედეგად გასული დღეების განმავლობაში ატმოსფერულ ჰაერში დაფიქსირდა მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოების მტვრის მასების შემოჭრით არის განპირობებული.

13 ნოემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა წერეთლის გამზირსა და ვარკეთილში - 1.8-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.5-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 2.1-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.8-ჯერ, ქ.ქუთაისში - 1.1-ჯერ, ქ.ბათუმში - 2-ჯერ, 14 ნოემბერს წერეთლის გამზირსა და ვაშლიჯვარში - 1.7-ჯერ, ვარკეთილსა და ქ.ბათუმში - 2-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 2.5-ჯერ, ქ.რუსთავში - 3.4-ჯერ, 15 ნოემბერს წერეთლის გამზირსა და ვარკეთილში - 1.7-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.8-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.1-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 2.4-ჯერ, ქ.რუსთავში - 3.3-ჯერ, ქ.ქუთაისში - 1.4-ჯერ დაქ.ბათუმში - 2.3-ჯერ.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge.

გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს და ინფორმაციას ყოველკვირეულად აცნობებს საზოგადოებას.

სხვა სიახლეები