სიახლეები

19 ნოემბერი 2019

კვლევები სოფელ ტინისხიდის სკოლის ტერიტორიაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის კვლევებს აგრძელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი გორის რაიონს სტუმრობდა, სადაც სააგენტოს სპეციალისტებთან და ტინისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სინჯების აღების პროცესს გაეცნო და მოსწავლეებს გარემოს მონიტორინგის მდგომარეობის შესახებ ესაუბრა.

სპეციალისტებმა ატმოსფერულ ჰაერში სინჯების აღება სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით განახორციელეს. აღებული სინჯები შემდგომი ანალიზისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. გარემოს ეროვნული სააგენტო გარემოს დაბინძურების მონიტორინგს თბილისსა და რეგიონებში აგრძელებს. საქართველოს მასშტაბით, შერჩეულ ლოკაციებზე ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯების აღება მიმდინარეობს.

მიღებული კვლევის შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსდება.

სხვა სიახლეები