25 ნოემბერი 2019
ნავის მართვის სამაშველო ტრენინგები სააგენტოს სპეციალისტებისთვის
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მდინარე არაგვზე ნავის მართვის სამაშველო ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.
ტრენინგი მოიცავდა ნაოსნობის თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსს რომელიც IRF-ის (International Rafting Federation) და Europa 3-ის სტანდარტებით და მეთოდებით განხორციელდა.
სააგენტოს სპეციალისტებისთვის ექსტრემალური სამუშაოების განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია აღნიშნული სწავლება, რადგან ჰიდრომეტრული სამუშაოები ხშირად საფრთხის შემცველია და საჭიროებს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც მომავალში მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.