სიახლეები

03 დეკემბერი 2019

ადგილობრივი ექსპერტის შერჩევა

გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება პროექტის „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“ განხორციელების თაობაზე, რომლის მიზანია დაეხმაროს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, და განსაკუთრებით სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების ძალისხმევაში.

პროექტის განხორციელების მიზნით, სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს ადგილობრივი ექსპერტის შერჩევას შემდეგი მიმართულებით: 

-          ადგილობრივი ექსპერტი (აქტივობა 5 - ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მიზნით, შესაბამისი მარეგულირებელი აქტის მომზადება, რომელშიც დადგენილი იქნება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების კრიტერიუმები).

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე.

სხვა სიახლეები