სიახლეები

13 დეკემბერი 2019

სააგენტოს სპეციალისტებისთვის სამდღიანი ტრენინგი გაიმართა

10-12 დეკემბერს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „მმართველობის რეფორმის ფონდის“ (GRF) ქვე-პროექტის „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტმა მიკელე მაცეტიმ  გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა.

ქვე-პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და განსაკუთრებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში შესაძლებლობების გაუმჯობესებაში. მისი  მე-4 აქტივობა ითვალისწინებს გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას ჰაერის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებლის - ბენზ(ა)პირენის მონიტორინგის ხელშეწყობის მეშვეობით, შესაბამისი ევროპული მეთოდოლოგიებისა და გამოცდილების გაზიარების გზით.

სხვა სიახლეები