სიახლეები

20 დეკემბერი 2019

ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ისევ აგრძელებს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

 

11 დეკემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.3-ჯერ, ვარკეთილში - 1.4-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.2-ჯერ, თბილისში ,,ილიას ბაღში“ - 1.5-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.1-ჯერ, ქ.ბათუმში - 1.9-ჯერ, ქ.ქუთაისში უმნიშვნელოდ, 12 დეკემბერს თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.7-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.1-ჯერ, თბილისში ,,ილიას ბაღში“ და ვარკეთილში -  1.9-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.8-ჯერ, ქ.რუსთავში - 3.2-ჯერ, ქ.ბათუმში - 2.6-ჯერ, ქ.ქუთაისში ისევ უმნიშვნელოდ, 13 დეკემბერს თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.2-ჯერ, ვარკეთილსა და ქ.ბათუმში - 1.5-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.4-ჯერ, თბილისში ,,ილიას ბაღში“ – 1.7-ჯერ, ქ.რუსთავში - 3.3-ჯერ, 14 დეკემბერს თბილისში წერეთლის გამზირსა და ქ.ბათუმში - 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.1-ჯერ, ვარკეთილში - 1.7-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.5-ჯერ, თბილისში ,,ილიას ბაღში“ – 2-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.7-ჯერ, 15 დეკემბერს თბილისში წერეთლის გამზირსა და ვარკეთილში - 1.9-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.2-ჯერ, ვაშლიჯვარში - 2.1-ჯერ, თბილისში ,,ილიას ბაღში“ – 3.1-ჯერ, ქ.რუსთავში - 3.4-ჯერ, 16 დეკემბერს ყაზბეგის გამზირზე - 1.3-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.4-ჯერ, თბილისში ,,ილიას ბაღში“ – 2.2-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.9-ჯერ, ხოლო ვარკეთილში - უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდებოდა და იგი საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოების მტვრის მასების შემოჭრით იყო განპირობებული. 17 დეკემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.რუსთავში - 1.1-ჯერ.

ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირსა და ქუთაისში 1.2-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე - 1.3-ჯერ.

 

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: აღმაშენებლის ხეივანი მე-14 კმ, №17 საჯარო სკოლასთან; ვაჟა-ფშაველას გამზ. №40, შპს  ნიუტონის თავისუფალ სკოლასთან; ვაჟა-ფშაველას მესამე კვ. №8ა, შპს გურამ დოჩანაშვილის  საერთაშორისო ქართულ სკოლასთან; ვაშლიჯვარი, გელოვანის ქ. №4, აფხაზეთის №2 საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

 

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge

 

 

სხვა სიახლეები