სიახლეები

23 დეკემბერი 2019

სააგენტოს სპეციალისტებისთვის სამდღიანი ტრენინგი გაიმართა

18-20 დეკემბერს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „მმართველობის რეფორმის ფონდის“ (GRF) ქვე-პროექტის „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტმა ფაბრიციო დი მონტემ გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა სახელწოდებით „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის ტექნიკური მომსახურება და ხარისხის უზრუნველყოფის / ხარისხის კონტროლის პროცედურა“.

ქვე-პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განსაკუთრებით კი გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში შესაძლებლობების გაუმჯობესებაში. მისი პირველი აქტივობა ითვალისწინებს გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაუმჯობესებას ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის ტექნიკურ მომსახურებაში.

სხვა სიახლეები