სიახლეები

03 იანვარი 2020

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი გრძელდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

29 დეკემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 25 დეკემბერს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირზე - 1.8-ჯერ, ვარკეთილში - 2-ჯერ, ვაშლიჯვარში - 2.6-ჯერ, თბილისში ,,ილიას ბაღში“ – 4.4-ჯერ, ქ.რუსთავში - 4.7-ჯერ, ქ.ბათუმში - 1.3-ჯერ, 26 დეკემბერს თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.4-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე და ქ.ბათუმში - 1.5-ჯერ, ვარკეთილში - 1.8-ჯერ, ვაშლიჯვარში - 2.1 -ჯერ, თბილისში ,,ილიას ბაღში“ – 4.1-ჯერ, ქ.რუსთავში - 4.5-ჯერ, 27 დეკემბერს თბილისში წერეთლის გამზირზე, ვაშლიჯვარსა და ქ.ბათუმში - 1.2-ჯერ, ვარკეთილში - 1.1-ჯერ, თბილისში ,,ილიას ბაღში“ – 2.2-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.6-ჯერ, თბილისში ყაზბეგის გამზირზე კი უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდებოდა და იგი საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოების მტვრის მასების შემოჭრით იყო განპირობებული. 28 დეკემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ,,ილიას ბაღში“ - 1.2-ჯერ და ქ.რუსთავში - 1.7-ჯერ, 30 დეკემბერს ვარკეთილში - 1.2-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.3-ჯერ, თბილისში ,,ილიას ბაღში“ - უმნიშვნელოდ, 31 დეკემბერს თბილისში ვარკეთილში, ვაშლიჯვარსა და ,,ილიას ბაღში“ - 1.1-ჯერ, ხოლო ქ.რუსთავში - 2.4-ჯერ.

ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირსა და ქუთაისში 1.2-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე - 1.2-ჯერ. 

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ლიბანის ქ. №22, №118 საჯარო სკოლასთან; ლიბანის შესახვევი №12, №119 საჯარო სკოლასთან; ჭყონდიდელის ქ. №85, №12 საჯარო სკოლასთან; ეწერის ქ. №6, №120 საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge

სხვა სიახლეები