სიახლეები

10 თებერვალი 2020

სამუშაო შეხვედრა მსოფლიო ბანკის ექსპერტთან

გარემოს ეროვნულ სააგენტოში მსოფლიო ბანკის პროექტის „მდგრადი მშენებლობის რეგულირებისა და საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის“ ფარგლებში სამუშაო ვიზიტით  ექსპერტი  ჯერალდ ფლემინგი იმყოფებოდა, რომელმაც სააგენტოს  სპეციალისტებს  პროგნოზირების სფეროში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები,  მათ შორის ამინდის პროგნოზის რიცხვითი მოდელების მნიშვნელობა გააცნო.

შეხვედრაზე ექსპერტმა ქართველ კოლეგებთან  პროგნოზების გამართლებადობის გაზრდის და სივრცესა და დროში  მაღალი გარჩევადობის მონაცემების დამუშავების შესახებ ისაუბრა და პროგნოზის ხარისხის მართვის სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით  არსებული მიდგომები გაუზიარა.

სხვა სიახლეები