სიახლეები

17 თებერვალი 2020

საქართველო ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის წევრი ხდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტი დავით ლოლაძე ინგლისიში, ქალაქ რედინგში წამყვანი ქვეყნების და ორგანიზაციების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის (ECMWF - The European centre of medium-range weather forecasts) მიერ ორგანიზებულ კურსს "მეტეოროლოგიური პროდუქტების გამოყენება და ინტერპრეტირება" დაესწრო. აღნიშნული შეხვედრები  საინფორმაციო და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა.

ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა საქართველოს ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრში გაწევრიანების პროცედურები, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას მიიღოს მათი სამეცნიერო ჯგუფის მიერ დამუშავებული სხვადასხვა სინოპტიკური რიცხვითი მოდელები.  აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველზე კიდევ უფრო გაიზრდება ამინდის პროგნოზების სიზუსტე ქვეყნის ტერიტორიაზე.

ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა მეტეოროლოგიის დარგში, რომელიც  34 წევრი ქვეყანისთვის აწარმოებს და ავრცელებს ციფრული ამინდის პროგნოზებს.

სხვა სიახლეები